შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დიდი ილია

მჭიდში ტყვიები გადათვლილია,
ყოველი გრგვინვა კვეცაა მუხლის.
დგას წიწამურთან დიდი ილია:
თავს საქართველოს ერთობას უხრის.

ყველა მახვილი ალესილია
და ფოლადს ამსხვრევს რწმენა ცხოველი.
დგას წიწამურთან დიდი ილია:
სიმართლისათვის დაუცხრომელი.

ქართული გენი დათესილია
და მას არწყულებს სისხლი მართალი.
დგას წიწამურთან დიდი ილია:
როგორც მომავლის მწიფე თავთავი.

თუ საქართველო თავდახრილია,
შემოვაშველოთ ყველამ საყრდენი.
დგას წიწამურთან დიდი ილია:
ცამდე წრფელია მისი სახელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →