შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სულის ქაოსი

წარმოსახვითი ფიქრების ნისლში
აირევიან შენი აზრები,
ალაგებ ოთახს თან ინაზები,
ალაგებ სულს თან იკარგები,
დაიკარგები, დაბურულია შენი სხეული,
ეგ სქესეული, შერეული, შეღრეული, ფიქრი ეული,
დაიარები ოთახში სნეული.
და იარები შრამად ქცეული
არის ცხოველი ვით შენად გადაქვეული.
შენი სახეა ეგ შენი სახლი,
ქაოსი სახლში სულია შენი,
გზა გაიკვალე, გაჰკვეთე მტვერი,
მოკალი მტერი, ერი, ბერი,
რომ აღარ იყოს გარემო ბნელი.
და რომ მორჩები სახლის ლაგებას,
ახედე ზეცას, მის განლაგებას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →