შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პატარა ბიჭის ნატვრა

სამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს,
შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს!
და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს,
რომ ცხინვალი არის საქართველო !

სანადიმოდ აფხაზეთში წავალ-
გადავივლი ცხრა მთასა და მდელოს.
ბავშვობიდან ჩავუნერდოთ ყველას,
რომ სოხუმი არის საქართველო !

სიყვარულით კვლავ გავითბობთ გულებს
არ გვჭირდება საზღვარი და ხაზი.
ერთიანი საქართველოს ზეცას
დამილოცავს ოსიც და აფხაზიც.

მონატრებულს დაგიკოცნი მიწას.
კაცს ვერ ვიტან ორგულსა და ორპირს.
საქართველოს დროშას გავშლი მალე
და ცხინვალში გადავიხდი ქორწილს!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →