შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარადიული მუზა

keti takaishvili 11 თვის წინ
როცა მიყურებ და მეკითხები, რა არის
არსი სიყვარულისა, გიმზერ და ვხვდები,
წუთისოფელში შენ ხარ იმედი მომავალისა.
ზამთარში, ყინვაში, სიმარტოვეში,
შენ მესახები უდაბნოს ვარდად.
როცა ღამდება, მთვარე ანათებს,ხდები მიზეზი ჩემი მუზისა-
ჩემი ფიქრები, სიტყვები თქმული,
ყოველი განცდა დაბადებული,
გაქრება ჩუმად ნისლსა და ქარში...
წაიღებს ღმერთი- მარადიული.
Laravel

კომენტარი

1
🙏💖
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →