შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შემოგინახე

შემოგინახე,
დაგეფარე სიზმრებში საბნად.
წვეთ-წვეთ ავკრიბე დარჩენილი საყვედურები.
ვერ დამინახე, მიმატოვე და ისიც სადღაც,
ახლა კი... ახლა, ვერ მივმხვდარვარ რას მემდურები.
გადამიყვარე,
არც გიყვარდი არასდროს ალბათ,
რად არ გვისკდება სხვანაირად ახლა გულები?
ვერ დააფასე, დაიფიცე და ისიც გაქრა,
მე კი სიყვარულს შენს ტყუილებს ვერ ვეუბნები.
Laravel

კომენტარი

3
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →