ჩანაწერი
Laravel
მინდა
მინდა...
ჩამიკარი, დამატკბე ფერებით.
სიყვარულს დავუთმოთ
ერთურთის დარდები.
მინდა...
გამახელე სიცოცხლის წყურვილით,
მომხვიე ძლიერი და თბილი მკლავები.
მინდა...
შემომეჭდე, ვნებების მორევად.
გიჟებსაც შეშურდეთ
ჩემი საგიჟეთი.
მინდა...
ამოკოცნე, სიტყვები ბაგედან
და შენვე მითხარი,
მიყვარხარ, მჭირდები
მინდა...
გამიღეღე სულ ყველა საკინძე და დატკბი ნახულით
უბრალოდ არ მითხრა
მინდა...
მომეფერე სიშლეგის ნაპირზე.
მე კი გამოვიცნობ იმ წუთში რა გინდა...
ჩამიკარი, დამატკბე ფერებით.
სიყვარულს დავუთმოთ
ერთურთის დარდები.
მინდა...
გამახელე სიცოცხლის წყურვილით,
მომხვიე ძლიერი და თბილი მკლავები.
მინდა...
შემომეჭდე, ვნებების მორევად.
გიჟებსაც შეშურდეთ
ჩემი საგიჟეთი.
მინდა...
ამოკოცნე, სიტყვები ბაგედან
და შენვე მითხარი,
მიყვარხარ, მჭირდები
მინდა...
გამიღეღე სულ ყველა საკინძე და დატკბი ნახულით
უბრალოდ არ მითხრა
მინდა...
მომეფერე სიშლეგის ნაპირზე.
მე კი გამოვიცნობ იმ წუთში რა გინდა...
Laravel
კომენტარი
0