ჩანაწერი
Laravel
რა არის ჯოჯოხეთი?
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უღმერთოდ ზეცა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
შემოქმედის ქმნილება იყო
და მსახურობდე უგზო მამონებს...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ოდენ წყვილი თვალ-ყური გქონდეს,
ამჩნევდე იმას, რაც იხილვება
და ზოგჯერ არც მას.
უმზერდე - ვერ ხედავდე,
გიხსნიდნენ - ვერ იგებდე.--
ჯოჯოხეთია.
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
შენივ თავი შეუცნობლად,
სინდისი - უქენჯნავად,
ქვიშა-ცოდვები - უაღსარებოდ...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
დიდგულობდე უკანასკნელი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ყველა წიგნი უსახარებოდ,
დღესასწაულნი - უსიხარულოდ,
დილა-საღამო -- ულოცველად,
კვირა დღეები - წირვის გარეშე...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
მძიმე დღენი უმარხვოდ
და მარხვანი - ვნებათაგან ზურგშეუქცევლად...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უმრევლო ტაძარი,
უმღვდელო საყდარი,
უტაძრო სახლობა...
არ- ზიარება ხომ ათასგზის
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა,
უდასასრულოდ ხმობა ღვთისგან
და ამის წილ კი - სმენით ყრუობა,
კართა დაგმანვა შემომსვლელისთვის...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უჯვარო ყელი,
უსულიწმინდო სხეული,
ნაყროვანი ხორცი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უცნობლობა შენივე სულის,
უცხოობა სასუფევლისა,
სიშორე უფალთან...
და ნეტარებაც
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა ,
თუკი ღვთის ,, საზღვრებს“ გარეთ შემდგარა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ქენჯნად ქცეული ნასინდისარი
ქრისტეს მეორედ მობრძანებისას
და გაფიქრება :
,,თურმე ყოფილა!“...
რა ამაოში გაუფლანგავს
ედემში მკვიდრობისთვის განკუთვნილი
იმიერ ჟამი...
აქ კი...აქ
უხორც - უსამოსო სული ამოჰყვა,
სული,
რომელზედაც აღარც უფიქრია,
სული ცოდვიანი და უღირსებო,
უფლის ხატება - მსგავსებისგან გადარეცხილი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
კაცთ მისიის გვიან უწყება :
თურმე რა უნდა გეკეთებინა
და რას იქმოდი (!)...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ცდომილისთვის მხოლო სიმრთლე,
წუთისოფლად ყრუ სინდისის ამჟამის ქენჯნა;
მდუღარე ქვაბი,
კოცონია თვით შენი განცდა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
განსჯად მოსული ქრისტეს სიტყვა :
,,ჭეშმარიტად, არ გიცნობ
უკუნისამდე!...“
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
მაცხოვრის ზურგი (!)...
და მობრუნებაც
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა ,
ჰო, ჯოჯოხეთი!
ცეცხლად იკოცონ - ივულკანებს
ეს მოტევებაც,
რამეთუ უღვთოდ,
უმაცხოვროდ
შენივე სული გაიძარცვე
სასამოთხე ნეტარებისგან,
სული,
რომელსაც დიდების ამ ჟამს
ჯვარცმულისგან ეს სიტყვები უნდა სმენოდა :
,,მ ო დ ი ჩ ე მ თ ა ნ,
მამაჩემის კურთხეულო...“
2005 წ.
უღმერთოდ ზეცა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
შემოქმედის ქმნილება იყო
და მსახურობდე უგზო მამონებს...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ოდენ წყვილი თვალ-ყური გქონდეს,
ამჩნევდე იმას, რაც იხილვება
და ზოგჯერ არც მას.
უმზერდე - ვერ ხედავდე,
გიხსნიდნენ - ვერ იგებდე.--
ჯოჯოხეთია.
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
შენივ თავი შეუცნობლად,
სინდისი - უქენჯნავად,
ქვიშა-ცოდვები - უაღსარებოდ...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
დიდგულობდე უკანასკნელი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ყველა წიგნი უსახარებოდ,
დღესასწაულნი - უსიხარულოდ,
დილა-საღამო -- ულოცველად,
კვირა დღეები - წირვის გარეშე...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
მძიმე დღენი უმარხვოდ
და მარხვანი - ვნებათაგან ზურგშეუქცევლად...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უმრევლო ტაძარი,
უმღვდელო საყდარი,
უტაძრო სახლობა...
არ- ზიარება ხომ ათასგზის
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა,
უდასასრულოდ ხმობა ღვთისგან
და ამის წილ კი - სმენით ყრუობა,
კართა დაგმანვა შემომსვლელისთვის...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უჯვარო ყელი,
უსულიწმინდო სხეული,
ნაყროვანი ხორცი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
უცნობლობა შენივე სულის,
უცხოობა სასუფევლისა,
სიშორე უფალთან...
და ნეტარებაც
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა ,
თუკი ღვთის ,, საზღვრებს“ გარეთ შემდგარა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ქენჯნად ქცეული ნასინდისარი
ქრისტეს მეორედ მობრძანებისას
და გაფიქრება :
,,თურმე ყოფილა!“...
რა ამაოში გაუფლანგავს
ედემში მკვიდრობისთვის განკუთვნილი
იმიერ ჟამი...
აქ კი...აქ
უხორც - უსამოსო სული ამოჰყვა,
სული,
რომელზედაც აღარც უფიქრია,
სული ცოდვიანი და უღირსებო,
უფლის ხატება - მსგავსებისგან გადარეცხილი...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
კაცთ მისიის გვიან უწყება :
თურმე რა უნდა გეკეთებინა
და რას იქმოდი (!)...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
ცდომილისთვის მხოლო სიმრთლე,
წუთისოფლად ყრუ სინდისის ამჟამის ქენჯნა;
მდუღარე ქვაბი,
კოცონია თვით შენი განცდა...
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
განსჯად მოსული ქრისტეს სიტყვა :
,,ჭეშმარიტად, არ გიცნობ
უკუნისამდე!...“
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა
მაცხოვრის ზურგი (!)...
და მობრუნებაც
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა ,
ჰო, ჯოჯოხეთი!
ცეცხლად იკოცონ - ივულკანებს
ეს მოტევებაც,
რამეთუ უღვთოდ,
უმაცხოვროდ
შენივე სული გაიძარცვე
სასამოთხე ნეტარებისგან,
სული,
რომელსაც დიდების ამ ჟამს
ჯვარცმულისგან ეს სიტყვები უნდა სმენოდა :
,,მ ო დ ი ჩ ე მ თ ა ნ,
მამაჩემის კურთხეულო...“
2005 წ.
Laravel
კომენტარი
0