შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სამყაროს მშვენიერება ამის მიხედვით აღიქმება

სამყაროს იგავური მშვენიერება
იმის მიხედვით აღიქმება,
შეყვარებული ხარ თუ აღარ.
სასაცილოა თითქოს , მავანო,
მაგრამ სიმართლეს ვინ გაქცევია?!
ჰყვარობ - გყვარობენ ---
სამყარო სამოთხობს,
მზეც უთბესია
და ზღაპრულად ნათობს სივრცეთი,
ჯადოსნურ ფერებს ფუნჯობს ბუნება
ადამის ტომის მზერის სატკბობად...
წუთისოფელიც კი უკვდავჟამობს
ზეცამდე აჭრილ ბედნიერებით...

მაგრამ არ გსტუმრობს სიყვარული,
ან ცალმხრივია? --
მზეს გული ჩუმად უჩერდება...
ფერები, შავ-თეთრზე მოთქმით დასული,
უღიმ-ღამოობს...
ფრინველთ გალობის სიმფონია ჩუმდება ყურთან...
დედამიწაც კი მუხრუჭდება ,
ღერძგადამტყდარი...
სამოთხის იგავუწვდომი ედემობა კი
ადამიანის მზერის წინაშე ქედიდრიკება...
უსუსურობით აბოდიშდება ეს დედა-მიწაც.
სიხარული ნაღველს უთმობს საასპარეზოს...
ადამის ტომის ვერდამტევი,
უკაცურდება თოთქოს კოსმოსი...
უფასურდება ფასდაუდებიც...
და მისჯილი სიცოცხლის
სატვირთავადღა თუ რჩება მგზავრი,
ამ წამიერში
სამარადჟამოდ ქმნილი უკვდავა.
თუ გრძნობაც ბარტყობს და პასუხობენ -
სამოთხე არის წუთსოფელიც...
მაგრამ ტრფობაა უპასუხო ,
ან გული მისით დაუჭრელია?--
სიცოცხლე მისჯილი ყოფნაღაა,
უსიხარულო,
ამ უკაცურ,
უმზეო
და გაპირქუებულ,
მშობლიურ და კოსმიურ სახლში...

2017 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →