შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას

ჯვარცმულ შემოქმედებს

ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას :
თავის შელევას და მწველ სინაღვლეს...
სხვა ფიქრი წვავდა მათ უკვდაობას,
რა საოცია, სხვაგვარ გმინავდნენ ?!

მადლი მათ სულში შემონამულა,
მადლმა მათ სულ სხვა მისია აარგო:
(როგორც განგებამ ბუს და ღამურას)
ბნელშიც მხედველის ტალანტი ანდო.

გაენაცნობო ჯერაც შეუცნობს,
მზერადაუდგამს სხვა მზერა სჭიდო ... —
ადვილიაო, იტყვი შეუნდობს,
რომც საუკუნე მათ მხრებით ზიდონ (!)...

ძილი გაუქრეს...ხორცსამოსს თმობდა...
სხვათა დარისთვის მწუხრი აუფლეს...
მაგრამ მათ ავდრებს სხვა დარი მზობდა...
და შეემსხვერპლნენ ასე ნაუფლევს...

ნუ გაუოცებთ მგოსნებს სხვაობას:
თვითგვემას, თვითწვას, ბავშვურ სინაზეს... -
სხვა ფიქრი წვავდა მათ უკვდაობას,
რა საოცია, სხვაგვარ გმინავდნენ ?!

2004 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →