შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მწველი განდობა

სახემტირალი თუკი მიხილეთ,
ნუ დამიგულებთ უბედურ ქალად,
მაგრამ მცინარე მუდამ მიტირეთ
და დარდს შემყარეთ როგორმე ძალად...

თქვენს განცვიფრებას არ აქვს საზღვარი?
იწამეთ მაინც მწველი განდობა--
სწრაფქრობადია ხომ დილის ცვარი,
მარად ერთია ჩემი განწყობა...

ბედნიერია განა მცინარი,
ან უბედური -- ცრემლდაულევი?!.
არმორწმუნეა ზოგჯერ მწირავი
და შიშველია ტანთგაუხდელი...

2002 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →