შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პოეტი და მკითხველები

მკითხველთ წამი შეენანათ
წუთისოფელში,
ლექსს ფსკერამდე ჩაყოლოდნენ,
ან ჩასულნი სიღრმეებში ჩაიკარგნენ,
მაგრამ თავიანთი სიძუნწე და სიპატარავე
მიჩქმალეს და თქვეს,
მოგვეწონა ან არაო ლექსი.
- ორივემ მოატყუა ავტორი,
მათი განაჩენის მეთვალყურე.
მაგრამ გვიან მოვიდა
სხვა მკითხველი-სარკე,
მწყურვალივით დალია ლექსი
და იმ ემოციაში მოხარშა
შემქმნელი,
რითაც დააორსულა ქმნილებამ.
ავტორმა იგრძნო ნამდვილი სახე
და პოეტად გარდაისახა.

2019 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →