შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნაღვლიანი მოხუცი

მე სული მეწვის როცა ვხედავ ნაღვლიან მოხუცს,
მის ტკბილ თვალებში ჩამქრალ შუქს და ჭაღარას თმაზე.
მე მეღვენთება გულში ჩუმად ლამპარი ტკბილი,
და ვცდილობ ჩემთვის წარმოვიდგინო ზღაპარი, მითი.
სადაც ყოველ მოხუცსა და სევდიან სახეს,
თან ახლავს მათი სურათები ღიმილით სავსე.
ახალგაზრდობა ყვარებია თითოეულ მათგანს,
ამაყ სახეზე სიყმაწვილის ხალების ნახატს.
მათ სიყვარული რომ სწვევიათ პირველად ნაზი
და ყვავილების სურნელება რომ არის ცაში.
ყველა მოხუცი ახალგაზრდა იყო აქ, ამ დღეს,
როგორ ხარობდნენ ამ ერთი დღით ვერ გეტყვით ამდენს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →