ჩანაწერი
Laravel
ცაზე წევს
ცაზე წევს ჩემი ნაზი ფიქრები
და ჰამაკებში მინდვრები ჩანან.
გადარჩენილა სეტყვას ყურძნები
და შემოდგომის ღვინოსთვის დგანან.
მე მომენატრა ხის სახლი უცებ,
სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ.
შიგ სიყვარული ისადგურებდა და
ყვავილების სურნელი მარად.
ცაზე წევს, ცაზე ჩემი ფიქრები
და ალიონზე მცნობენ იქედან
მე დამავიწყდა ღამით მინდვრები
და ჩემი სახლი ქალაქში მიდგას.
შემოდგომაა და თავს ყიდიან მტევნები ისე თითქოს იქურდეს
და თითქმის აგერ მოპარულ ღვინოს გამოუჩნდება მუშტარი უცებ.
მე ჩემი სახლი მეამაყება
სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ
შიგ სიყვარული ისადგურებდა
და ყვავილების სურნელი მარად.
და ჰამაკებში მინდვრები ჩანან.
გადარჩენილა სეტყვას ყურძნები
და შემოდგომის ღვინოსთვის დგანან.
მე მომენატრა ხის სახლი უცებ,
სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ.
შიგ სიყვარული ისადგურებდა და
ყვავილების სურნელი მარად.
ცაზე წევს, ცაზე ჩემი ფიქრები
და ალიონზე მცნობენ იქედან
მე დამავიწყდა ღამით მინდვრები
და ჩემი სახლი ქალაქში მიდგას.
შემოდგომაა და თავს ყიდიან მტევნები ისე თითქოს იქურდეს
და თითქმის აგერ მოპარულ ღვინოს გამოუჩნდება მუშტარი უცებ.
მე ჩემი სახლი მეამაყება
სოფლად რომ მინდა მედგას ამაღამ
შიგ სიყვარული ისადგურებდა
და ყვავილების სურნელი მარად.
Laravel
კომენტარი
0