შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიყვარული

ერთ დღეს სცენაზე სიყვარული გამოვა მარტო,
ფერადი ქუდით, დიდი ცხვირით, ჯამბაზის ნიღბით,
ყელზე შებმული თასმებით და ვეება ბანტით,
და ყველას თვალწინ სასაცილოდ დაიწყებს ცეკვას.

და ყველას თვალწინ სასაცილოდ დაიწყებს ხტუნვას,
ერთ დროს მეხოტბე სევდისა და ზაფხულის წვიმის,
აღარაფერი არ ექნება საერთო ძველთან,
წითელი ფანქრით ყურებამდე მიხატულ ღიმილს.

ერთ დღეს სცენაზე სიყვარული გამოვა მარტო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →