შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უბრალოდ დარდი

სიკეთეა ჩემი ლექსის მტერი
სიმართლეა დაფარული მტვერით
სიბრაზეა დაწერილი მელნით
სინათლეა შებოჭილი ბნელით

სიყვარული გაჟღენთილი ეჭვით
სიხარული დალეწილი ფრთებით
სიბრალული დაწყევლილი გვემით
სიარული მოტეხილი ფეხით

სიკეთეა ჩემი ლექსის მტერი
მწუხარება კი ყველაფრის მქმნელი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →