შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ეპილოგი

სისულელეა ჩემი ცხოვრება
სისულელეა ჩემი ვალები
სისულელეა აქ დამონება
თვით სიბრაზეა ჩემი თვალები

მე მიხარია სიტყვების ქარგვა
აკორდებს დავსვამ და ვითამამებ
დღეს სიყვარულით გამათბობს ხარჭა
და სიმარტოვე კვლავ ითამადებს

რას დამაკლებენ უპირფერო შავი ტურები?!
ხორცს თუ გაჰგლეჯენ სისხლოსგან არ დავიცლები
სიცოცხლეო ნუ წუხარ არ გემდურები
კი არ მოვკვდები უსიყვარულოდ გარდავიცვლები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →