შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ციდან-ცის-ცამდე

ციდან-ცის-ცამდე

მე შენ მიყვარხარ ციდან-ცის-ცამდე,
ფიქრია ჩემი შენთან წვდომელი.
უსასრულია ცა სხივის გაშლამდე
და უთქმელია ჩემი გრძნობები.

ტივის მეტივეს ფიქრი აწუხებს,
წყალს გააქანებს სევდა მალული.
მაღლა ზეცაში ვხედავ ღამურებს,
დაბლა შენა ხარ ჩემი სათბური...

და უსაზღვროა ღმერთის განგება,
-მე შენ მიყვარხარ ციდან-ცის-ცამდე!
ჩემთან რომ არ ხარ, იცი, რა ხდება??!
-გულში ვტირივარ დაღამებამდე...

14 ივლისი-2026
კახაბერ ორთოიძე
ჩემს ცოლუკას
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →