შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მგოსნის ვნება

ზეცა ბურუსში,ნისლში ეხვევა
ადიდებულა როგორ რიონი,
უმზეო ცას დღე ვეღარ ეჩვევა
სარკმელთან მოჩანს,გალაკტიონი,

ცას ეგებება ბოლო სიტყვებით:
ოლოლ,მოვდივარ,დღეს უნდა შეგხვდე,
ზღვაში მიცურავს გედივით,ფრთებით
სული ნატანჯი,სატრფოს რომ შეხვდეს.

გადმოდგა სარკმლით სული ეული
პოეტს უმზეოს,ტანჯვა ეგემა
და გაყინული ცივი სხეული
უეცრად,მიწას მძიმედ ეცემა.
/კახა გორგაძე 2020.15.12/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →