შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დაისის სხივი

დაისის სხივმა,ცა ლამაზად,უკვდავად შობა,
ტბის ზედაპირებს მოეფინა მზის ნაზი სხივი,
ფერთა ნაზავებს,ტბის ციალებს ეგემათ შვება
მე ამ ნაზავში,ღვთის წიაღში ხელახლა ვიშვი.

აქ,თილისმებში,სარდონიქსის უნაზეს ფრთებში
დავიბადე და თან ავიდგი პოეტის ენა,
ოქროს ციალში სულ რომ ცურავას მოლურჯო ტბებში
ვისწავლე ვნება და გედივით ანაზდად ფრენა.
/კახა გორგაძე 03.2021/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →