შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

,,დიდ მგოსანს,,

ზეცა ბურუსში,ნისლში ეხვევა
ადიდებულა როგორ რ ი ო ნ ი,
უმზეო ცას დღე ვეღარ ეჩვევა
სარკმელთან მოჩანს-,,გალაკტიონი,,

ცას ეგებება ბოლო სიტყვებით:
-,,ოლოლ,მოვდივარ,დღეს უნდა შეგხვდე!,,
ზღვაში მიცურავს გედივით,ფრთებით
სული ნატანჯი,სატრფოს რომ შეხვდეს.

გადმოდგა სარკმლით სული ეული
პოეტს უმზეოს,ტანჯვა ეგემა
და გაყინული,ცივი სხეული
უეცრად,მიწას მძიმედ ეცემა.
/კახა გორგაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →