შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

*მ ი ნ ი*

მე ცა ვიხილე იმ ზურმუხტებში,
სადაც ევფრატი მზის ფერებს ერთვის,
გადავიფინე ლამაზი ფრთები
და შევიგრძენი,მზე ,,იმერეთის,,.

* * *
მთიდან მოსული დიდი რიონი,
ისევე როგორც გალაკტიონი,
გადმოედინა ზურმუხტში დარად
და საოცრებით ზღვაც გაავდარა.

მზით მოოქროვილ ლამაზ ფერებათ
სერაფიმის ფრთა მრთავს,მეფერება,
მწვანე ედემში გაწოლილ ბაღებს
ზეცა ზურმუხტში,მზის ალში ბადებს.

* * *
ელვარე აჩრდილნი
არიან კვლავ ჩრდილში,
აქვთ სულში მაგია
გაფრენა სწადიათ.

არიან ეულნი
მიწისგან წყეულნი,
მუზა გარეულნი
გრიგალში ადიან.
/კახა გორგაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →