შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

,,თ ო ლ ი ა,,

გადმოფრინდა თოლია,
ნეტავ,ვისი ბედია?
მას ციდან მოჰყოლია
ტან პატარა მტრედია.

რა ნაზი ალერსია
საამური იერით,
აინაზა,ფრთებშია,
სხვა ალმურში მიელის.

ბულბულსა ჰგავს გალობით
ცის ელფერი ერია,
ციალნარად გადმოსულს
ფრენით,მზეც შეერია.

ეს ხომ ის იმედია
რაც სამშობლოს სჭირდება,
ეს ხმა სიდიადეა
ციდან ხსნას რომ გვპირდება.

საქართველო ერია,
სადაც გალობს ბულბული,
სურს გვამღეროს ენითა
საამური სურს გულით.
/კახა გორგაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →