შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

,,ლურჯი ფერები,,

ღამეა,ცაზე ვხედავ ზამბახებს
ლურჯი ფერები ცაზე ნანაობს,
ზეცის ციაგში,ლურჯ ციალებში
მუზა ვით გედი,ტბებში ბანაობს..

ლურჯ ციალებში ჩნდება მძივები
და ამ მძივებში ნავარდობს მთვარეც,
ვცურავ და ვცურავ ამ ღრმა სიზმრებში
უკვდავად იქცა,ჩემთვის ეს ღამე.

ლურჯი სხივები ზამბახებს რომ ჰგავს
საფირონივით ანათებს ცაზე,
ღამის მძივები მე მიჯნურად მყავს
და ვგრძნობ,გედივით მივცურავ ტბაზე.
/კახა გორგაძე 03.2021/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →