შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დიადემა

ცად აზიდული პირამიდები
შორეულ ნისლში მოჩანან ზღვარზე,
მთელი ცხოვრების დიადემები
დრომ,სივრცეებმა დაიდგეს თავზე,

ზღვის მორევია,თუმც ფრთები არ მაქვს
გავცდები განა მე სულის საზღვრებს?
შემწეთ,მეგობრად მხოლოდ ქარი მყავს
მწამს,გავფრინდები გრიგალის ხმაზე.

გადავფრინდები,შორს გავფრინდები
ზენიტებს მიღმა შევხვდები მთვარეს,
მივხვდი,ვერასდროს ვერ გაბრწყინდები
თუ არ შეიგრძნობ,მთვარის ლურჯ ნათელს.

/კახა გორგაძე 2021.17.01/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →