შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქარში ხეტიალი

ისევ ატირდა სული კაეშნის
გარეთ ქარია,წვიმა,ავდარი,
ოჰ,ეს გრიგალი ისევ თავს მესხმის
ჯერ არ მიგვრძნია ქარი ამგვარი.

სულის წვალების ბევრს ხომ არ ესმის
გავყვები გრიგალს,ქარი გამაფრენს,
წვიმას,სული რომ ამ ღამით ელტვის
შავ ღრუბლებს საბნად,ცრემლად დამაფენს.

ვიხეტიალებ,არ მომბეზრდება
ტყეში,გრიგალში,უცხო მხარეში,
მე შვებად მხოლოდ ლექსი დამრჩება
მწამს,გავიმარჯვებ მე ამ თარეშში.

/კახა გორგაძე 2020-15. 12/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →