შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გზა ტაძრამდე.

თითები ცახცახით წერენ ამ სტრიქონებს,
თუთუნის კოლოფი დამთავრდა ძნელად,
ჩემს ერთგულებას ასე რომ ითხოვდნენ,
რატომღა გათელეს ეს ერთგულება !?

ნულიდან დავიწყე და მაინც დავმარცხდი,
თითქოს ძალა მქონდეს ასე მგონია,
ეს ღამე ხვალინდელს მაინც არ აჯობებს,
ასეთი შეგრძნება ოდესღაც მქონია.

ეს გზა ტაძრამდეც მიმიყვანს ოდესღაც
თავსაც დავაღწევ ცოდვების გორას,
და მკერდზე ზღვისფერი წარწერით "hellados"
იანგულს გავყვები გზად თანდაყოლილად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →