შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მერცხლები

ჩემში ისევ დაფრინავს
დიდზე დიდი მერცხლები.
შენ თუ ისევ არ გძინავს,
ლექსად ჩაგევერცხლები.

თითქოს ჩიტის გულია,
თითქოს მზის და მთვარისი,
ჩემში გაზაფხულია,
შენში ყვავის მაისი.

არა, არ შემეცვლები,
დარზე დარო, დარისა.
ჩემში დიდი მერცხლები
გულმა გაითავისა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →