შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ოქტომბერი

აჰა, დამდგარა ოქტომრის ჯერიც,
და შენც გამოჩნდი, როგორც ქარები.
კვლავ ძველებური ეშხით დამჭერი
და კვლავ წახვედი და მემალები.
და, რა თქმა უნდა, ყველაფრის მერეც,
მე ისევ შენკენ გამირბის თვალი.
არ ვიცი, შენზე როდისღა ვწერე,
არ მახსოვს, როდის ვიყავი მთვრალი.
თუმცა ერთია ყველაფრის ბოლო
და ყველა ცუდსაც მოყვება კარგი.
მეც ამ სიმართლით ვივსები მხოლოდ.
მეც ამ სიმღერით მიგალობს ჩანგი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →