შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ზაფხული

რა საამური მახსოვს ზაფხული,
აი, ბაბუაც მოდის კალოდან,
ყანები გულით არის დახნული,
ქალი ამოდის სოფლის წყაროდან.

სოფლის წყაროსთან სხედან ქალები,
ჩემს სახლშიც აღწევს ხითხითი მათი,
მიყვარს, რომ მათთან დავიარები
მე ჩემი ლექსით და ქარიზმათი.

სოფლიდან კიდევ მოისმის ხმები,
ამოდით, უკვე ცივა მადანა!
და ასე ჩემგან სიმღერის ხმებით
მიდიან ტასო, ცირა, მადონა...

აი, ბაბუაც მოდის კალოდან,
აი, ყანები, გულით დახნული.
სოფელი ვიცი მე არნახული,
რა საამური მახსოვს ზაფხული...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →