ჩანაწერი
Laravel
ცრემლები
საიდან მოხვალთ ცხელი წვეთებით,
რომელი ზღვიდან, რა მზე გაორთქლებთ
და ჩემი თეთრი სულის მერცხლები
რა მდუღარებას ირჩევთ სამოთხედ?
რა ცეცხლი გდაღავთ ან რა გენია,
ბაგეთ კუთხეში რისთვის მლაშდებით?
თუ მწუხარება ზღვას შერევია,
გულზე ტკივილად რატომ მაჩნდებით?
წვეთი, წვეთი და... სამიზნეს ანგრევთ
სულის ჩემისას ძალით, მუქარით,
მერე ღვთიურად ათრთოლებთ ბაგეს
და ყელში სკდებით ბოღმის ვულკანით.
ო, ეს უკვდავი ფერისცვალება -
მარადი დილის უჩინო ნისლი...
გარდასულ დღეთა გარდაცვალება...
ცრემლებად კვდება გონების სისხლი.
რომელი ზღვიდან, რა მზე გაორთქლებთ
და ჩემი თეთრი სულის მერცხლები
რა მდუღარებას ირჩევთ სამოთხედ?
რა ცეცხლი გდაღავთ ან რა გენია,
ბაგეთ კუთხეში რისთვის მლაშდებით?
თუ მწუხარება ზღვას შერევია,
გულზე ტკივილად რატომ მაჩნდებით?
წვეთი, წვეთი და... სამიზნეს ანგრევთ
სულის ჩემისას ძალით, მუქარით,
მერე ღვთიურად ათრთოლებთ ბაგეს
და ყელში სკდებით ბოღმის ვულკანით.
ო, ეს უკვდავი ფერისცვალება -
მარადი დილის უჩინო ნისლი...
გარდასულ დღეთა გარდაცვალება...
ცრემლებად კვდება გონების სისხლი.
Laravel
კომენტარი
0