ჩანაწერი
Laravel
აქა-იქ გაჩენილი სითეთრე
ხანჯალივით ბასრია ლურჯი დილა...
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის,
თვალები ღარებში გაჭედილა...
მზე გადაიწვერა, დღე ჩამოწვა ირიბი...
ხანჯალივით ბასრია ლურჯი დილა...
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის...
თეთრი მარადისობა გაჩენილა,
ჭაღარა, სულელი პინგვინი.
ხანჯალივით ბასრია ლურჯი დილა,
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის,
ბერდები... გულში სიმი გაწყვეტილა...
ვის უნდა შენი გაცრეცილი ღიმილი?!
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის,
თვალები ღარებში გაჭედილა...
მზე გადაიწვერა, დღე ჩამოწვა ირიბი...
ხანჯალივით ბასრია ლურჯი დილა...
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის...
თეთრი მარადისობა გაჩენილა,
ჭაღარა, სულელი პინგვინი.
ხანჯალივით ბასრია ლურჯი დილა,
სარკეში ორეული ცინიკურად მიღიმის,
ბერდები... გულში სიმი გაწყვეტილა...
ვის უნდა შენი გაცრეცილი ღიმილი?!
Laravel
კომენტარი
0