შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღალატი

(ნინო ბოგვერაძეს)

ღალატი? არა, უმუხთლა
წუთისოფლემა, ბედმა,
თორემ სამ ბოკვერს კალთაში
ვით უღალატოს დედამ?

ღალატიცაა, ღალატიც,
ტკივილიც, ცრემლიც, მაგრამ
სამი ბოკვერი ობოლი
როგორ გაზარდოს მამამ?

ღმერთი გასაზრდელს გაზრდის და
დრო ჩამორეცხავს სევდას,
რა ქნას იმ სამმა ბოკვერმა,
თუ მოენატრათ დედა?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →