შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე რომ წავალ

არწივივით ვფრენდი მაღლა, მაღლა
და თვალებში შევყურებდი მზეს,
არ ვიცოდი, თუ რა იყო დაღლა,
ნიავივით გადვუფრენდი მთებს.

ახლა, როცა თავქვე დავყე
დაღმართს,
სხვა წასასვლელს ვეღარ ვხედავ
გზებს,
აბა ვინღა დამიბრუნებს ახლად
იმ ლამაზი სიჭაბუკის წლებს.

ჰოდა უკვე ჩემი რიგიც დადგა,
თვალებშიაც მიბნელდება მზე,
შემოჰკარით სიცოცხლის ზარს
ლაღად,
მე რომ წავალ, ხომ დარჩებით
თქვენ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →