შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სონეტი გრანელს

ჰო და არვის ახსოვდა: ის სამარე მიხრწნილი
სისხლიანი რვეული და "Memento Mori"-ა,
პეტრე-პავლეს ეზოში კუბო მიწამიყრილი,
რომ გზა ვარსკვლავეთისკენ ძნელია და შორია.

მაგრამ სულის გრიგალი, ცეცხლის გულში ნალესი,
ვერ გათოკა ქვესკნელის ეშმაკმა თუ სატანამ.
ტანჯულ გვამის ნაჟური - ლექსი უდიადესი
ისევ მზეზე გაშალა, ცხრა მთა გადაატარა.

მოსწყდი მეტეორივით იმ უდაბნოს, უკუნეთს,
ცის კამარას აეკარ ადრე სასომიხდილი.
ალბათ სერაფიმებთან ბაასობ და გუგუნებ,
რადგან - "არა სიკვდილი",
თურმე - "არა სიცოცხლე",
"არამედ რაღაც სხვა".
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →