შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ის დღე

უკანასკნელად და მაშინ პირველად
შერჩება ბაგეს სიტყვა სათქმელი.
ჰო, იმ დღეს ლურჯი იქნება დილა
და იმ დღეს თეთრი იქნება მთები.

ახლა ცრემლები ცეცხლს მიკიდებენ,
მერე სიცოცხლე ფრთებს ჩამოკეცავს...
იმ დღეს, როცა მე დამიტირებენ,
მზე სისხლისფერი შეღებავს ზეცას.

მე ვხედავ იმ დღეს, ლურჯს და გარინდულს,
ღრუბლიანსა და მწუხარს, ცრემლიანს.
მე ვხედავ იმ დღეს, ღველფში ჩამწვარ გულს,
ცეცხლოვან თვალებს, რომ ჩაქრებიან.

მაშინ საღამო მშვიდი იქნება,
სიცოცხლის ჩქერი იქცევა მუნჯად,
მზე გაფითრდება, ცა გაფითრდება
და სასაფლაო იელვებს ლურჯად...

იელვებს ლურჯად და მერე, როცა
მკვდრების დუმილი ლოდქვეშ დადნება,
მე მოვალ მაშინ ჭეშმარიტ ლოცვად,
იმ დღეს მე მოვალ ლურჯ მოლანდებად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →