ჩანაწერი
Laravel
თიკა შავიძეს (შვილიშვილს)
კარგი სიმღერები იცი
და ლექსებსაც ამბობ კარგად.
მე რომ ლექსებს გიგზავნიდი,
მითხარ, ხომ არ დაგეკარგა?
ჰოდა იცი, ქალიშვილო?
ერთიც მინდა რამე გკითხო:
არ ინანებ იმ წიგნიდან
ერთი ლექსი წამიკითხო?
მართალია, მე დავბერდი
და მუზასთან გამდის ყავლი,
მაგრამ რა დაგიშავდება
ჩემი ერთი ლექსის სწავლით?
აბა, უთხარ შენს დედიკოს,
თიკა-გოგო! თიკა-ქალო!
ბაბუკამ რომ დაგიწერა,
ის ლექსები დაგასწავლოს.
აი, ახლა გამოჩნდება,
ვინ ირუმბა, ვინ იტიკა,
თიკა მართლა უყვარს ბაბუს,
თუ ბაბუკა უყვარს თიკას.
და ლექსებსაც ამბობ კარგად.
მე რომ ლექსებს გიგზავნიდი,
მითხარ, ხომ არ დაგეკარგა?
ჰოდა იცი, ქალიშვილო?
ერთიც მინდა რამე გკითხო:
არ ინანებ იმ წიგნიდან
ერთი ლექსი წამიკითხო?
მართალია, მე დავბერდი
და მუზასთან გამდის ყავლი,
მაგრამ რა დაგიშავდება
ჩემი ერთი ლექსის სწავლით?
აბა, უთხარ შენს დედიკოს,
თიკა-გოგო! თიკა-ქალო!
ბაბუკამ რომ დაგიწერა,
ის ლექსები დაგასწავლოს.
აი, ახლა გამოჩნდება,
ვინ ირუმბა, ვინ იტიკა,
თიკა მართლა უყვარს ბაბუს,
თუ ბაბუკა უყვარს თიკას.
Laravel
კომენტარი
0