შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გოლას

ბიჭო! ეს გული, ეს სატიალე,
რა ვუყოთ, თუ ჰგავს დაგვალულ მიწას,
რა ვუყოთ თუკი სხვაგან ვტრიალებ,
თუ კი ღვთისმშობლის ცრემლებს ვიფიცავ.

მე იმ გზით დავალ, რომელი გზითაც,
ბევრმა რეგვენმა გადაიარა.
მე იმ გზით დავალ, რომელი გზითაც
ვერ მოვიშუშებ გულის იარას.

მაგრამ, მოვა დრო, შევაყირავებ
ამ დედამიწის დაუმცხრალ ლტოლვას,
გულიც დაცხრება - ეს სატიალე,
ო, ეს დროც მოვა, გჯეროდეს, მოვა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →