შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლეილას (მეუღლეს)

გულში ჩამწვარი ჯიუტი ფიქრი,
რაღაც სხვაგვარი, რაღაც სხვაფერი.
მკერდის გადაღმა, ვენების იქით,
აზვირთებული, როგორც ჩანჩქერი.

თითქოს ძარღვებში მეათე ბალი
ქროდა ქარბუქის კორიანტელი,
ჩემზე დაბალი, ცაზე მაღალი,
ღამეზე ბნელი, მზეზე ნათელი.

გულში იწვოდა ჯიუტი ფიქრი,
რაღაც სხვაგვარი, რაღაც სხვაფერი.
როგორც ლურჯ მთებზე ნისლების ფიფქი,
როგორც ჭიუხში თოვლის ფანტელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →