შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მიმატოვა და გაფრინდა

მოტყუვდა კაცის ოცნება,
ანძა დალეწა ქარბუქმა.
იისფერ ბურუსს მივდიე
ადამიანის ნაშობმა.

მაქცია უგულო კაცად,
ატირა ჩემი თვალები.
პირგატეხილმა ჯვარს მაცვა,
აღარ მაპკურა წამები.

ტვინი გასქელდა თავშია,
ირაოდ დავალ ეული,
ერთიც დავკარგე, მეორეც...
თავი დამძიმდა წყეული.

თეთრი და შავი მერევა -
ორს ერთისაგან ვერ ვარჩევ.
რეტდასხმული ვარ საბრალო
ეჰ, ნეტავ რა გადამარჩენს?!

მალამო შხამმა დამიდნო
ნათელი გულში ჩამიქრა,
აშენებული ზღაპარი
ნისლიან ხევში ჩაინთქვა.

აზვირთებული ნუგეში
სადღაც ჭიუხში დავტოვე,
მიმატოვა და გაფრინდა,
ორეულს ვხედავ მარტო მე.

ვის მივაკითხო, ვის ვუთხრა,
ჰე, მიპასუხე მაცდურო!
კარჩარაზული ოცნება,
ლაღად საითკენ ვაცურო,
აზღვავებული ცხოვრება
ვაჰ, თუ მარტომ ვერ გავცურო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →