შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

Aunt Julia vs. Lolita

Jakopo Belbo 2 თვის წინ
მათი კალთები ყოველთვის თანაბრად სანატრელია, მაგრამ, როგორ გავაკეთოთ არჩევანი, როგორ?

ჰო, მართალია, მშობლებსაც და შვილებსაც ირჩევენ, და თუ ასეა, - დეიდა ხულია მშობელია, შენ - მისი შვილი, ლოლიტა კი პატარა გოგოა, და შენ მშობელი.

თუმცა, შეგვიძლია, სხვაგვარადაც წარმოვიდგინოთ და რადგან მშობლობა ყოველთვის დამღლელია, არჩეული როლები შევატრიალოთ: დეიდა ხულია შვილი იყოს და შენ მამა - უფრო ახალგზარდა, ხოლო ლოლიტა დედა იყოს და შენ შვილი - მასზე უფროსი.

საბოლოოდ როლები ირევა და ხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელს აირჩევ - ლოლიტას თუ დეიდა ხულიას, შვილსა თუ მშობელს, რადგან შენც ორივე ხარ ერთდროულად და მათ მეორე ნახევარსაც მუდამ შენ ავსებ, ნულიდან ერთამდე, ანდა პირიქით.

ნუ დაარღვევ ამ მთლიანობას - ისინი იმედს არასოდეს გაგიცრუებენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →