ჩანაწერი
Laravel
იყო და არა იყო რა
იყო და არა იყო რა
ნასხვისარივით მოიგდო მხრებზე
მზემ ღრუბლის თექა და ცხვირ-პირს მალავს,
ჰგონია - ერთხელ თუ გაჩნდა ცაზე,
აღარასოდეს აღარსად წავა.
რძისფერ დილას მახსოვს იყო,
იყო,ახლა აღარ არის
ფიცარსახლი - ხემოცისფრო,
კარღია და ფარღალალი.
ბებოჩემი ცისფერთვალა,
ტანსავსე და ხელ-ფეხმალი,
მახსოვს იყო სხვა ზაფხულებს,
ამ გაზაფხულს აღარ არის.
კაცი — თვითონ “კრიმანჭული”
აქ შვილით რომ ამაყობდა,
დაჯდებაო ჩრდილის გულში
ამ ეზოში ვაშლს ამყნობდა.
საცეხველში ტყდება ტარო
მზენასვამი სიმინდების,
მუცელსავსე ნაცეხვარით
სიმაძღრისგან ირინდები
თითქოს, ჩემო საცეხველო,
ბებო-პაპის ნატარებო,
ჭანჭურის ქვეშ ჭრიჭინებთან
ერთად ღამენატარებო.
დაიხვნეშა ხვამლმა, სუნთქავს
სუნთქვით მრავალჟამიერის --
აგერ ვარო, მართლა იყო
რაც იყოო - წამიერიც!
რძისფერ დილებს ახსოვთ იყო,
იყო, ახლა აღარ არის!
ფიცარსახლი- ხემოცისფრო,
გულღია და ფარღალალი…
ნასხვისარივით მოიგდო მხრებზე
მზემ ღრუბლის თექა და ცხვირ-პირს მალავს,
ჰგონია - ერთხელ თუ გაჩნდა ცაზე,
აღარასოდეს აღარსად წავა.
რძისფერ დილას მახსოვს იყო,
იყო,ახლა აღარ არის
ფიცარსახლი - ხემოცისფრო,
კარღია და ფარღალალი.
ბებოჩემი ცისფერთვალა,
ტანსავსე და ხელ-ფეხმალი,
მახსოვს იყო სხვა ზაფხულებს,
ამ გაზაფხულს აღარ არის.
კაცი — თვითონ “კრიმანჭული”
აქ შვილით რომ ამაყობდა,
დაჯდებაო ჩრდილის გულში
ამ ეზოში ვაშლს ამყნობდა.
საცეხველში ტყდება ტარო
მზენასვამი სიმინდების,
მუცელსავსე ნაცეხვარით
სიმაძღრისგან ირინდები
თითქოს, ჩემო საცეხველო,
ბებო-პაპის ნატარებო,
ჭანჭურის ქვეშ ჭრიჭინებთან
ერთად ღამენატარებო.
დაიხვნეშა ხვამლმა, სუნთქავს
სუნთქვით მრავალჟამიერის --
აგერ ვარო, მართლა იყო
რაც იყოო - წამიერიც!
რძისფერ დილებს ახსოვთ იყო,
იყო, ახლა აღარ არის!
ფიცარსახლი- ხემოცისფრო,
გულღია და ფარღალალი…
Laravel
· შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
კომენტარი
0