შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გზავნილი კოსმოსში

ჩემს ცალეულს
ანუ გზავნილი კოსმოსში

სივრცეს შერეული,
ჩუქურთმაჩვეული,
ვერ ვარ შეჩვეული
პიტალოს ღიობებს,
ღამეს და მღიობებს.
რას აღარ ვიღონებ,
თმაში შესეული სითეთრით სნეული
ზღვამ ეგებ მიძებნოს პეშვი შენეული.

ფიქრი სამზეო და ფიქრი ღამეული,
ასეთი უზღვრო და ასე დალეული,
ასეთი სხვისი და ასე ჩემეული-
ჩემი ცალეული !

მხრებზე მოგდებული,
ნაჩუმ გოდებული,
ნატვრად წოდებული,
უბელო ბედბრუნვის
სიშორე გებურვის,
სასხვისოდ რგებული,
მე აბორგებული,
შენ ხარ მოგებული,
გულსგარეთ გემდური.

მკერდს ატატებული,
უტყვად ტარებული,
ქვეყნად განმსხვრეული,
გულშიც ჩატეული.
ხე დაკორძილი და
ხე აშოლტებული,
ნდომა მორჩილი და
ნდომა ოტებული.
ხმალი ჩაწვდილი და
ხმალი მოქნეული.
ჩემი მორევი და
ჩემით მორეული,
ჩემი ახლოი და
ჩემი შორეული --
სულთქმის ორეული.
ფიქრი სამზეო და
ფიქრი სამთვარიო,
ასე მწარეო და
ასე ალალიო,
ახლა სად არიო?!

ივლიტა
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →