შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცაზეა რბოლა

ცაზეა რბოლა!
სატივე მორებად გაწოლილ ღრუბლებს უნდათ გასცურონ ქარის ტალღებში!

მიამბეთ რამე —დაუღლელზე, უანგაროზე,
დაუსრულებლად გაუქრობელზე,
თავის სანაცვლოზე.
სუფთასა და საკუთარ თავზე უკულისო სცენის სადგომებში -
ჰო…მიამბე რამე სიყვარულის სიხარულზე.

ვიცი ემსგავსება ყველა ამბავი სიყვარულის ერთმანეთს ძლიერ და იცნობენ ერთურთს ,
როგორც ოდესღაც შენახვედრნი,
მაინც მიამბე ისევ და ისევ…

მხოლოდ ამბები უსიყვარულო იქნება სხვადასხვა,
უცხო ერთმანეთისთვის …
და ყველა განსხვავებულად უსიყვარულო…

ცაზე სატივე მორებივით გაწოლილ ღრუბლებს
უნდათ გასცურონ ქარის ტალღებში და
გწყურია ქართან!.

ივლიტა გოლეთიანი
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →