შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბაბუდას ხსოვნას

ბაბუდას ხსოვნას

პატარა ქალი, პატარა სახლში
დიდ კაკლის ჩრდილთან,
ცხოვრობდა მარტო,
კითხავდა "რატომს" ბედისას ავტორს,
იწერდა პირჯვარს...

უყვარდა წყალი, უყვარდა მიწა,
უყვარდა სახლი, აღებდა ჭიშკარს,
და გასცქეროდა განთიადს სისხამს
უღელდადგმული ხარების ფრთხვინვას .

პატარა ქალი, პატარა სახლში,
დიდ კაკლის ჩრდილთან,
ვაშლების რიგში მიმოდის ქარში
და კეტავს ჭიშკარს.

ვიღაცის შვილი და ერთ დროს სატრფო,
ეფიცხებოდა ცეცხლს მიმწუხრს მარტო!

პატარა ქალი პატარა სახლის,
დიდ კაკლის ჩრდილთან,
დავლანდე თითქოს თმაშლილი ქარში
ნისლსავსე დილას...

ივლიტა გოლეთიანი
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →