შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არ შეიძლება არ ვიყო ერთ დროს

არ შეიძლება არ ვიყო

არ შეიძლება არ ვიყო ერთ დროს,
არ შეიძლება არ ვიყო სადმე!
არ შეიძლება არ ვიგრძნო-შევძლო
მარადისობა უჩემოდ დადგეს!

გაიანვრდება აპრილშიც ხოლმე,
დროს გული მოლევს, დროს გული მოლევს,
წინ რა აღუდგეს,რას ნახავ სწორფერს
გულს -დროის მომრევს,გულს -დროის მომრევს?!

არ შეიძლება არ ვიყო -მოხდეს!
არ შეიძლება არ ვიყო სადმე!
ვუცხადებ უარს დროსა და ოხერს,
მწამს მოლოდინის რაღაცის დამლევს!
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →