ჩანაწერი
Laravel
ბაყაყი და ხარი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა)
ბაყაყმა რომ საძოვარზე
დაინახა ხარი,
მეტის შურით და სიხარბით
თავს დაეცა ზარი.
მისი სიმსხო და სიმაღლე
გულში ისრად ეცა.
დაიჟინა: „ემოდენა
უნდა გავხდე მეცა!“
გაიბერა, გაიგუდა,
სიმწრით სული სძვრება;
„შემომხედე, ყიყინაო!“
დობილს ევედრება.
„ხარის ხელა ხომ მეცა ვარ?!
აღარა მაკლია?!“
პასუხს აძლევს: „იმოდნობა
ჯერ სად შეგიძლია!“
„მაშ, არც ეხლა? აბა, კიდევ
შემომხედე ჩქარა! . .
ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ?“
„არა! არა! არა!!!“
არ ეამა დიდგულასა!
შურმა გაამწარა,
გასკდა ბერვით და წელები
იქვე გადმოჰყარა.
„მეტის-მეტი, ბრეტის-ბრეტი“ -
ეს უთქვამსთ ჩვენს ძველებს, -
„ვინც ზომაზე არა ჰყლაპავს,
სიმწრით დაახველებს“.
ბაყაყმა რომ საძოვარზე
დაინახა ხარი,
მეტის შურით და სიხარბით
თავს დაეცა ზარი.
მისი სიმსხო და სიმაღლე
გულში ისრად ეცა.
დაიჟინა: „ემოდენა
უნდა გავხდე მეცა!“
გაიბერა, გაიგუდა,
სიმწრით სული სძვრება;
„შემომხედე, ყიყინაო!“
დობილს ევედრება.
„ხარის ხელა ხომ მეცა ვარ?!
აღარა მაკლია?!“
პასუხს აძლევს: „იმოდნობა
ჯერ სად შეგიძლია!“
„მაშ, არც ეხლა? აბა, კიდევ
შემომხედე ჩქარა! . .
ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ?“
„არა! არა! არა!!!“
არ ეამა დიდგულასა!
შურმა გაამწარა,
გასკდა ბერვით და წელები
იქვე გადმოჰყარა.
„მეტის-მეტი, ბრეტის-ბრეტი“ -
ეს უთქვამსთ ჩვენს ძველებს, -
„ვინც ზომაზე არა ჰყლაპავს,
სიმწრით დაახველებს“.
Laravel
კომენტარი
0