ჩანაწერი
Laravel
შევარდენი და მატლი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა)
შევარდენმა, მაღლა მფრენმა,
ხის წვეროში მატლი ნახა,
გაუკვირდა: „საიდან სადო?“
და დაცინვით გადმოსძახა:
„ვინ იცის, თუ რა წვალებით
ამოსულხარ ამ სიშორეს?
მანამდე კი დაცოცავდი,
ედებოდი ღობე-ყორეს.
მაგრამ აქაც საშიშია,
უნდა იყო მარად ფრთხილად;
ქარმა თუ შტო შეარხია,
გადაგისვრის ძირს ადვილად“.
მატლმა უთხრა: „კი შეგშვენის
ხუმრობა და ეგ სიცილი;
მაგარი გაქვს რადგან ფრთები
და ნავარდობ კმაყოფილი.
მაგრამ აღარც მე ვარ უშნო!
საგულესაც მაქვს მე გული
და პატარა მაგარ შტოზე
მარჯვედა ვარ მიტმასნული“.
მაღლა ასვლა შესაძლოა
სხვაგვარადაც, სულ სხვა წესით:
ერთი ადის შევარდნის ფრთით
და მეორე ცოცვა-ქლესით.
შევარდენმა, მაღლა მფრენმა,
ხის წვეროში მატლი ნახა,
გაუკვირდა: „საიდან სადო?“
და დაცინვით გადმოსძახა:
„ვინ იცის, თუ რა წვალებით
ამოსულხარ ამ სიშორეს?
მანამდე კი დაცოცავდი,
ედებოდი ღობე-ყორეს.
მაგრამ აქაც საშიშია,
უნდა იყო მარად ფრთხილად;
ქარმა თუ შტო შეარხია,
გადაგისვრის ძირს ადვილად“.
მატლმა უთხრა: „კი შეგშვენის
ხუმრობა და ეგ სიცილი;
მაგარი გაქვს რადგან ფრთები
და ნავარდობ კმაყოფილი.
მაგრამ აღარც მე ვარ უშნო!
საგულესაც მაქვს მე გული
და პატარა მაგარ შტოზე
მარჯვედა ვარ მიტმასნული“.
მაღლა ასვლა შესაძლოა
სხვაგვარადაც, სულ სხვა წესით:
ერთი ადის შევარდნის ფრთით
და მეორე ცოცვა-ქლესით.
Laravel
კომენტარი
0