შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თაგვი და ვირთხა (იგავი)

(თარგმანი აკაკი წერეთლისა)


თაგვი შევარდა ვირთხასთან

და მიაძახა: “ბიძაო!

ახლა კი ჩვენს მტერს, წუწკ კატას,

გაუსკდა დედამიწაო!


“ლომს ჩავარდნია ბრჭყალებში,

ვეღარ დაიხსნის თავსაო!

გადავრჩით, ამიერითგან

ვეღარც ჩვენ გვიზამს ავსაო.”


ვირთხამ მიუგო: “რას ამბობ?

რას მიედ - მოედებიო?

მაგრე ჩერჩეტი როგორ ხარ,

რომ შენით ვერ მიხვდებიო?


“განა არ ვიცნობთ კატას ჩვენ?!

ვინ გაუბედავს ომსაო?

საქმე ბრჭყალებზე თუ მიდგა,

ის არ აჯობებს ლომსაო?!”


ბევრჯერ ამგვარი ამბავი

ჩვენშიაც გამიგონია;

მოშიშარს ვისიც შიში აქვს,

ის უძლეველი ჰგონია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →