ჩანაწერი
Laravel
გუგული და მამალი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა)
- შენი ყივილის ჭირიმე,
რა კარგად გალობ, მამალო!
ნეტავ სულ შენთან მამყოფა,
ყური დაგიგდო მალ-მალო!
- შენ რაღა ჩემზე ნაკლებ ხარ?
მაგას რას ამბობ, გუგულო?!
ვინ დაგიწუნებს გალობას,
თუ არ უგრძნობი, უგულო?
- რას ამბობ, ვინ მაღირსებდა,
რომ შენისთანა მეც ვიყო?
ერთ რამედა ღირს, მერწმუნე,
შენი მაღალი “ყიყლიყო”!
სამოთხის ჩიტის გალობა
შენთან რა გასამხელია?!
ვისაც არ ესმის, იცოდე,
უმეცარი და ხელია!
- კი, მაგრამ შენსას არ იტყვი?
რითი გჯობია ბულბული?
“კაფე, კაფეო!” რომ ჰკივი,
თან მიგაქვს სული და გული!
ასე ამკობდნენ ერთმანეთს
მამლაყინწა და გუგული,
და ყურს უგდებდა მათ ტრაბახს
ჭივჭავი გაკვირვებული.
უთხრა: “რას ამბობთ, მოგცლიათ?
გინდ ჩაიხლიჩოთ ყელიო,
ღმერთმა ხომ იცის, არა ხართ
არც ერთი მგალობელიო!”
მამალი ამკობს გუგულსა,
გუგული აქებს მამალსო, -
ამით ერთმანეთს ორივე
უხდიან სესხსა და ვალსო.
- შენი ყივილის ჭირიმე,
რა კარგად გალობ, მამალო!
ნეტავ სულ შენთან მამყოფა,
ყური დაგიგდო მალ-მალო!
- შენ რაღა ჩემზე ნაკლებ ხარ?
მაგას რას ამბობ, გუგულო?!
ვინ დაგიწუნებს გალობას,
თუ არ უგრძნობი, უგულო?
- რას ამბობ, ვინ მაღირსებდა,
რომ შენისთანა მეც ვიყო?
ერთ რამედა ღირს, მერწმუნე,
შენი მაღალი “ყიყლიყო”!
სამოთხის ჩიტის გალობა
შენთან რა გასამხელია?!
ვისაც არ ესმის, იცოდე,
უმეცარი და ხელია!
- კი, მაგრამ შენსას არ იტყვი?
რითი გჯობია ბულბული?
“კაფე, კაფეო!” რომ ჰკივი,
თან მიგაქვს სული და გული!
ასე ამკობდნენ ერთმანეთს
მამლაყინწა და გუგული,
და ყურს უგდებდა მათ ტრაბახს
ჭივჭავი გაკვირვებული.
უთხრა: “რას ამბობთ, მოგცლიათ?
გინდ ჩაიხლიჩოთ ყელიო,
ღმერთმა ხომ იცის, არა ხართ
არც ერთი მგალობელიო!”
მამალი ამკობს გუგულსა,
გუგული აქებს მამალსო, -
ამით ერთმანეთს ორივე
უხდიან სესხსა და ვალსო.
Laravel
კომენტარი
0