შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ორბი და გუგული (იგავი)

(თარგმანი აკაკი წერეთლისა)


ერთხელ ორბმა გუგული

დაამტკიცა ბულბულად;

შეიფერა გუგულმაც,

ვარდზე დაჯდა დიდგულად.


სთქვა: „მეტი რაღა მინდა,

ბულბულივით ვისტვენო,

გავაკვირვებ ქვეყანას

და თავს გამოვიჩენო!“


თავის ხრინწიანი ხმით

დასძახა არემარეს,

გაიგონეს ჩიტებმა,

სიცილი დააყარეს


გაგულისდა მღერალი:

„ამას როგორ ბედვენო?

ბულბულობა რომ მომცეს,

განა ვეღარ ხედვენო?“


ორბს შესჩივლა: „ბატონო!

დიდებულო, სვიანო!

თქვენი ურჩი ჩიტები

მკიცხვენ, დამცინიანო!’


ორბმა უთხრა: „რა გიყო?

რომ გიშველო მზად ვარო

მაგრამ რა შემიძლია!

ღმერთი ხომ არა ვარო?


როგორც მეფე, მე გაძლევ

გარეგან წყალობასო

და ყელში ვერ ჩაგიდებ

ბულბულის გალობასო.“
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →